ჩვენ შესახებ

მისალმება

მისალმება

სწავლა თავგადასავალია, ესაა კონტაქტი საკუთარ გონებასთან

ჩვენს როლს ვხედავთ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების განვითარებაში, რომლებიც მოტივირებულები არიან განავითარონ ის გარემო, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ.
ჩვენი ქალაქი არ არის პირველი არცერთი მიმართულებით, არ ლიდერობს არცერთ საქმეში, ანუ პირველი არ ვართ რაიმეს კეთებაში.
ჩვენს როლს ვხედავთ ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაში და ამიტომ მათ ხელს შევუწყობთ გახდნენ ლიდერები, რომელთა მთავარი საფიქრალი იქნება ის, რომ გააუმჯობესონ ის გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება. ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ პროგრესულად მოაზროვნეები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების გაუმჯობესებას მოემსახურებიან: წესიერებით, გულახდილობით.
წარმატებას მივაღწევთ მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით, ამიტომ ჩვენ ვიპოვით მათ საჭიროებებს და განვავითარებთ. ასე მივაღწევთ ჩვენი საზოგადოების განვითარებას.

განათლების ფილოსოფია

განათლების ფილოსოფია

არჩევანის თავისუფლება – უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება ახალი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის ის თუ რა მიმართულებით უნდა გაანვითაროს თავისი ქვეყანა და რა არის საჭირო ქვეყნის განვითარებისათვის.
ჩვენი მიზანია, თითოეულ ადამიანს მივცეთ განათლება, რომელიც მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის, სადაც მიაჩნიათ, რომ ყველაზე უკეთ შეძლებენ განვითარებას.
მაღალი ხარისხი – მოსამზადებელი სკოლა საკუთარ წარმატებას შეაფასებს როგორც მოსწავლის აკადემიური მიღწევებით, ისე რეალურ ცხოვრებაში მათი წარმატების მასშტაბით.
ღირებულებების განვითარება – წარმატების მიღწევაში მოსწავლეებს ეხმარებათ ახლის აღმოჩენის ინტერესი და ემპათია. მოსამზადებელი სკოლა გეგმავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისეთი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც მათ რეალური ცხოვრების დანახვის შესაძლებლობას მისცემს სრულიად უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციით, მათი პრობლემების შესწავლითა და აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრაში დახმარებით,

ორგანიზაციის ისტორია

ორგანიზაციის ისტორია

ორგანიზაციის ისტორია
შპს „მოსამზადებელი სკოლის“ დამფუძნებელია თამარ ფაჩულია, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სკოლის დამფუძნებელს მრავალი წელია თავისი წვლილი შეაქვს ახალი თაობის განვითარებაში. თავისი საქმიანობით სკოლის დამფუძნებელი ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალი ლიდერების ფორმირებაში, როგორც ლოკალურად ისე გლობალურად. ახალი თაობის ლიდერების ხელშეწყობაში დაგროვილმა გამოცდილებამ დამფუძნებელი დაარწმუნა, მიეღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, საკუთარი საგანმანათლებლო საქმიანობის არეალი მოსამზადებელი სკოლის მიმართულებით გაეაქტიურებინა. აღნიშნული დაწესებულება უნდა გახდეს განათლების ცენტრი, სადაც მთავარი აქცენტი ცოდნასთან ერთად გამოცდილებასა და ღირებულებებზე გაკეთდება.